საქართველოსა და კორეას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავი საზეიმოდ აღინიშნა

კორეაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, სეულის სასტუმრო Millennium Seoul Hilton-ში საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი მიღება მოეწყო.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ოთარ ბერძენიშვილმა, რომელმაც ორ ქვეყანას შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებსა და სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრა.

სიტყვით ასევე წარსდა საპატიო სტუმრის რანგში მოწვეული კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის წევრი, მმართველი პარტიის წარმომადგენელი, საქართველო-კორეის საპარლამენტთაშორისო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე, იუ სინგ-ჰი.

საელჩოს ინიციატივითა და მხარდაჭერით, გვანჯუს უნივერსიტეტის სტუდენტთა ვოკალურმა ჯგუფმა შეასრულა ქართული ხალხური სიმღერები.

მიღებაზე სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ 10-მდე სახეობის ქართული ღვინო, ჭაჭა და „ბორჯომის“ და „ნაბეღლავის“ მინერალური წყლები.

ღონისძიებაზე მოწვეული იყვნენ კორეის საკანონმდებლო ორგანოსა და სახელმწიფო უწყებების, წამყვანი კონგლომერატების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო ორგანიზაციების, ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი წარმომადგენლები და სეულში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს