ჩინეთის საელჩომ N37-ე ბაგა-ბაღს საჩუქრები გადასცა

თბილისის N37-ე საჯარო ბაგა-ბაღს ჩინეთის სახალხო რეპუბლიკის ელჩი საქართველოში ძი იენჩი მეუღლესთან ერთად ეწვია და საჩუქრები გადასცა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

ღონისძიებას თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პოლიტიკური კონსული საქართველოში, GBTIMES Georgia-ს გენერალური დირექტორი, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები ესწრებოდნენ.

ბაგა-ბაღის აღსაზრდელებმა მიწვეული სტუმრებისთვის საახალწლო ღონისძიება გამართეს. ბაგა-ბაღის დირექტორმა კი, ჩინეთის ელჩსა და პარტნიორ ორგანიზაციას ბაღისთვის მნიშვნელოვანი და საჭირო ინვენტარის გადაცემისთვის მადლობა გადაუხადა.

სტუმრებს სიტყვით მიმართა სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ, რომელმაც დიპლომატიური მისიის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა და იმედი გამოთქვა, რომ აღნიშნული თანამშრომლობა მომავალშიც გაგრძელდება.

ჩინეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავის ფარგლებში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩო საქართველოში სხვადასხვა ღონისძიებებს მართავს.

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, საელჩომ აღნიშნულ საბავშვო ბაღზე პატრონაჟი აიღო და თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, 22 000 ლარის ღირებულების საჩუქრები გადასცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო