პატრიარქი - წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფშემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მიმართავს მას

წმინდა ნიკოლოზი ყოველ ადამიანს ეხმარება, რომელიც რწმენითა და სიყვარულით მიმართავს მას, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დღეს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში სადღესასწაულო წირვის დასრულების შემდეგ ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ტაძარში შეკრებილებს სრულიად საქართველოს ნიკოლოზობის დღესასწაული მიულოცა და წმინდა მღვდელმთავრის შესახებ ისაუბრა.

„ყველას გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს, ნიკოლოზობას. წმინდა ნიკოლოზი არის სწრაფშემწე, ეხმარება ყოველ ადამიანს, რომელიც რწმენით და სიყვარულით მიმართავს მას დახმარებისთვის. არ შეიძლება რომ არ დაეხმაროს. წმინდა ნიკოლოზი არაქრისტიანებსაც ეხმარება. ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენი განსაცდელი, მწუხარება, რომელიც არის რომელიმე ოჯახში სიხარულით შეიცვალოს წმინდა ნიკოლოზის ლოცვით. დალოცვილი და გახარებული იყავით“, - ბრძანა უწმინდესმა.

წმინდა ნიკოლოზი საქართველოს ეკლესიის მფარველად ითვლება, მას პატრიარქმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია შეავედრა.

მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა ნიკოლოზის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს: 19 დეკემბერს, მისი გარდაცვალების დღეს და 22 მაისს, როცა მისი წმინდა ნაწილები მირონიდან ბარში გადაასვენეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო