ისრაელის პრემიერი ნიკი ჰეილის - თქვენ ჭეშმარიტების სანთელი აანთეთ, თქვენ გაფანტეთ სიბნელე

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გაეროში აშშ-ს ელჩს მადლობას უხდის იმ რეზოლუციაზე ვეტოს დადებისთვის, სადაც იერუსალიმთან დაკავშირებით დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებაა დაგმობილი.

„მადლობა ქალბატონო ჰეილი. ხანუქას დღესასწაულის მსვლელობისას თქვენ საუბრობდით როგორც მაკაბელი. თქვენ ჭეშმარიტების სანთელი აანთეთ. თქვენ გაფანტეთ სიბნელე. ერთმა დაამარცხა ბევრი. ჭეშმარიტებამ დაამარცხა სიცრუე. მადლობა პრეზიდენტო ტრამპ, მადლობა ნიკი ჰეილი“, - თქვა მან და ჰეილი შეადარა იმ ებრაულ თემს, რომელიც რომაელების წინააღმდეგ აჯანყდა.

ეს განცხადება ისრაელის პრემიერმა მას შემდეგ გააკეთა, რაც გაეროს უსაფრთხოების საბჭოს სხდომაზე შეერთებული შტატების ელჩმა ნიკი ჰეილიმ ეგვიპტის მიერ წარმოდგენილ რეზოლუციას ვეტო დაადო.