ლევან მებონია - სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფი ობიექტურია და ამ ცვლილებას ველოდით

სემეკი-ს მიერ დადგენილი ტარიფი ობიექტურია და ამ ცვლილებას ველოდით, - ამის შესახებ ”ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ლევან მებონიამ სემეკი-ს სხდომის დასრულების შემდეგ განუცხადა.

როგორც მებონიამ აღნიშნა, მათთვის დაწესებული წარმოების ტარიფი შეესაბამება წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმას.

„ამ ცვლილებას ველოდით, ეს ცვლილება შეესაბამება ჩვენს მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმას და ამან უნდა უზრუნველყოს ყველა იმ პრობლემური საკითხის გადაწყვეტა და დასახული მიზნების განხორციელება, რაც საბოლოოდ მის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს“, - განაცხადა ლევან მებონიამ.

”ენგურჰესის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა კომპანიის მიერ წარმოდგენილ საინვესტიციო გეგმაზე და აღნიშნა, რომ 2018-20 წლების განმავლობაში გათვალისწინებულია 134 მილიონი ლარის ინვესტირება. მისი თქმით, ამ თანხით მოხდება გვირაბის რემონტი, კაშხალზე სარემონტო სამუშაოები და ჰიდრომექანიზმების გამოცვლა, რაც წინა წლებში ვერ მოხდა.

სემეკ-მა ენგურჰესს წარმოების ტარიფი 1,496 თეთრიდან 1,818 თეთრამდე გაუზარდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა