„თელასს“ სპეციალური ჯილდო „სოლიდარული და საიმედო პარტნიორი“ გადაეცა

სრულიად საქართველოს ღვთისშვილთა კავშირმა კომპანია „თელასს“ სპეციალური ჯილდო - „სოლიდარული და საიმედო პარტნიორი“ გადასცა.

დაჯილდოების ცერემონიის ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ შექმნილი საახალწლო აქსესუარების, თექის, ხის, ქვისა და დეკუპაჟის ტექნოლოგიით დამზადებული ნამუშევრების გამოფენა მოეწყო, რომელიც „თელასის“ ფინანსური მხარდაჭერით შექმნილ სოციალურ სასწავლო საწარმოში „ჩინარი“ დამზადდა.

როგორც „თელასის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ვალერი ფანცულაიამ განაცხადა, ამ ჯილდოს მიღება ორგანიზაციისთვის დიდი პატივია.

„მრავალი წელია კომპანია „თელასი“ ღვთისშვილთა კავშირის პარტნიორია. მრავალი პროექტი გვაქვს ერთად გაკეთებული, ძირითადად, ეს პროექტები ემსახურება კავშირის წევრების ჩართულობასა და ადაპტაციას საზოგადოებაში. მადლობა გვინდა გადავუხადოთ მათ, რომ დღეს ასეთი საჩუქარი გაგვიმზადეს და დაგვაჯილდოვეს მათი საიმედო პარტნიორის ჯილდოთი. ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის. ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ მათ მხარდაჭერასა და ხელშეწყობას“, - განაცხადა ვალერი ფანცულაიამ.

2016 წელს „თელასის“ დახმარებით, ასოციაციამ ასევე ჩამოაყალიბა „სასწავლო შემოქმედებითი ცენტრი“, სადაც შრომითი თერაპიის კაბინეტი და შემოქმედებითი სახელოსნო ამოქმედდა. ასევე, კომპანია „თელასი“ ღვთისშვილთა კავშრის მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურს ფარავს და სახელოსნოსთვის საჭირო მასალების შესყიდვას აფინანსებს.

„სპეციალური ჯილდოთი დავაჯილდოვეთ ჩვენი საიმედო პარტნიორი „თელასი“, რომლის ფინანსური და მორალური მხარდაჭერით შევძელით შეგვექმნა სოციალური სასწავლო საწარმო. ეს არის მრავალპროფილური სასწავლო საწარმო, სადაც ახლაც და მომავალშიც შესაძლებლობა ექნებათ არა მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის პირებს, არამედ სხვა მოწყვლადი ჯგუფის წევრებს აიმაღლონ შრომითი უნარჩვევები, გამოიმუშავონ ის აუცილებელი კომპეტენციები, რომლებიც მათ შემდგომ დასაქმებაში სჭირდებათ“, - განაცხადა ღვთისშვილთა კავშირის პრეზიდენტმა ნონა კენჭუაშვილი-სიხარულიძემ.

დაჯილდოების ცერემონია სასტუმრო „ტიფლის პალასში“ გაიმართა, სადაც ასევე წარმოდგენილ იქნა ღვთისშვილთა კავშირის საქმიანობის შემაჯამებელი ანგარიში სახელწოდებით „ჩვენ შეგვიძლია“.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს