ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის დაძმობილების პროექტის - "საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ადმინისტრაციული შესაძლებლობების გაძლიერება სამრეწველო დაბინძურებისა და საფრთხეების სფეროში ევროკავშირის გარემოსდაცვით კანონმდებლობასთან დაახლოებისა და მისი იმპლემენტაციის მიზნით", სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრა გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის დელეგაციამ და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენელმა. შეხვედრაზე პროექტის პირველ კვარტალურ ანგარიშზე და პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს. ესპანელმა, ჩეხმა და ჰოლანდიელმა ექსპერტებმა შეხვედრის მონაწილეებს ქვეყნების გამოცდილება სამრეწველო გაფრქვევების დირექტივის დანერგვის კუთხით გაუზიარეს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული 21-თვიანი დაძმობილების პროექტის მიზანია სამინისტროს დახმარება გაუწიოს სამრეწველო დაბინძურებისა და სამრეწველო საფრთხეების სფეროში სამართლებრივი და ორგანიზაციული სტრუქტურის გაუმჯობესებისა და ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა