ირანის პრეზიდენტი - ბირთვული შეთანხმება არ გაუქმდება - ისინი, ვინც იმედოვნებენ, რომ ტრამპი ამას შეძლებს, ცდებიან

ბირთვული შეთანხმება არ გაუქმდება. ისინი, ვინც იმედოვნებენ, რომ ტრამპი ამას შეძლებს, ცდებიან, - განაცხადა ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ სახელმწიფო ტელევიზიისათვის მიცემულ ინტერვიუში.

ოქტომბერში ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უარი თქვა ოფიციალურად დაედასტურებინა, რომ ირანი 2015 წელს გაფორმებული ბირთვული შეთანხმების პირობებს აკმაყოფილებდა. ამან განაპირობა 60 დღიანი ინტერვალის მიცემა კონგრესისთვის, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს, განუახლოს თუ არა ირანს სანქციები.

გასულ კვირას კონგრესმა პასუხისმგებლობა ისევ პრეზიდენტ ტრამპს გადააბარა. პრეზიდენტმა იანვარში უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, განუახლოს თუ არა ირანს ენერგეტიკულ სფეროში სანქციები.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს