თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის “აზიის განვითარების ბანკი” 12 მილიონ ევროს გამოყოფს

თბილისის მეტროს რეაბილიტაციისთვის “აზიის განვითარების ბანკი” 12 მილიონ ევროს გამოყოფს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის „მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამა - „პროექტი 5"-ის შეთანხმება გაფორმდა, რომელიც 2018-2019 წლებში, თბილისის მეტროს რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დაფინანსებას ითვალისწინებს.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და ADB-ის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა იეშიმ ელჰან-კაიალარიმ. ფინანსთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე დაესწრო.

მერიის ინფორმაციით, შეთანხმების ფარგლებში, ADB-ის მიერ საქართველოსთვის 12 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი გამოიყოფა. პროექტის ფარგლებში, მეტროს ელექტროგაყვანილობისა და სავენტილაციო სისტემის შეცვლაა დაგეგმილი.

პროექტს თბილისის მერია, შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ და სსიპ „საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი“ განახორციელებენ.

დღესვე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მაია ბითაძემ, „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ გენერალურმა დირექტორმა მამუკა კობახიძემ, „მუნიციპალური განვითარების ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გალაქტიონ ბუაძემ და აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო