აშშ-ს პრეზიდენტის მრჩევლის განცხადებით, მოსკოვი დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას იყენებს

ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლის გენერალ ჰერბერტ მაკმასტერის თქმით, მოსკოვი დემოკრატიული ქვეყნების წინააღმდეგ პროპაგანდასა და დეზინფორმაციას იყენებს. ამის შესახებ მან BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ რუსეთის ნაბიჯებს. რა თქმა უნდა, ჩვენ წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთ რუსეთის მხრიდან დესტაბილიზაციის მცდელობას, ასევე პროპაგანდისა და დეზინფორმაციის კამპანიას. იყო საზოგადოების პოლარიზებისა და მათი ერთმანეთისადმი დაპირისპირების მცდელობა, განსაკუთრებით კი, დემოკრატიულ, ღია და თავისუფალ ქვეყნებში. მათი განზრახვა ამ ქვეყნების შესუსტება იყო“, - აცხადებს მაკმასტერი.

უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ახალი დოკუმენტი გამოქვეყნდა.

„მჯერა, რომ რუსეთი ჩართულია ძალზედ დახვეწილ დივერსიულ კამპანიაში, რისი მიზანიცაა დემოკრატიული ინსტიტუტებისა და დემოკრატიული პროცესების, მათ შორის არჩევნებისადმი ნდობის ეჭვქვეშ დაყენების მცდელობა“, - ამბობს მაკმასტერი.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა