შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის სპორტსმენებმა სანკტ-პეტერბურგში 3 ოქროს და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა, საქართველოს ნაკრების სახელით, სანკტ-პეტერბურგში, მასტერსის პოპულარულ ტურნირში წარმატებით იასპარეზეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, „მებრძოლის“ წევრებმა ერთ დღეში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს, კლუბის წევრი ვაჟა მარგველაშვილი კი ბრინჯაოს პრიზიორია.

„გამარჯვებულ სპორტსმენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები და ოჯახის წევრები დახვდნენ.

მასტერსის წლევანდელი ტურნირი ქართული ძიუდოს ისტორიაში ყველაზე შედეგიანი აღმოჩნდა. აღნიშნულ ტურნირზე შსს-ს ძიუდოს სპორტული კლუბის - „მებრძოლის“ წევრებმა ერთ დღეში 3 ოქროს მედალი მოიპოვეს. ასევე კლუბის წევრია ბრინჯაოს პრიზიორი ვაჟა მარგველაშვილი.

საქართველოს ნაკრებმა შეჯიბრებაზე სულ 5 მედალი მოიპოვა და ვაჟთა შორის გუნდური პირველი ადგილი დაიკავა. ოქროს მედლებს დაეუფლნენ და ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ ბექა ღვინიაშვილი (-90კგ), ვარლამ ლიპარტელიანი (-100კგ) და გურამ თუშიშვილი (+100კგ). ვერცხლის მედალი ლაშა შავდათუაშვილმა (-73კგ), ხოლო ბრინჯაოს მედალი ვაჟა მარგველაშვილმა (-66კგ) მოიპოვა.

ძიუდოს სპორტული კლუბი „მებრძოლი“, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელშეწყობით, 2014 წელს დაარსდა. კლუბის წევრთა უმრავლესობა საქართველოს ძიუდოს ნაკრების ძირითადი წევრები არიან. „მებრძოლის“ სპორტსმენები ოლიმპიური თამაშების, მსოფლიო ჩემპიონატებისა და საერთაშორისო ტურნირების პრიზიორები არიან“, - აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა