ირაკლი სესიაშვილი - თუ დააკვირდებით, საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის დღის წესრიგში ექცევა

თუ დააკვირდებით, საქართველო და მთლიანად რეგიონი აშშ-ის სახელმწიფო ადმინისტრაციის დღის წესრიგში ექცევა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა თეთრი სახლის მიერ გამოქვეყნებული, აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის კომენტირებისას განაცხადა.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, მათ შორის, პრევენციული მიზნებისთვის და ასევე, ჩვენი ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის თვალსაზრისით, რამდენადაც შეერთებული შტატები ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, დემოკრატიული ქვეყანაა, რომლის მხარდაჭერაზეც ძალიან ბევრი რამე არის დამოკიდებული როგორც უსაფრთხოების, ასევე ჩვენი ქვეყნის პერსპექტივების თვალსაზრისით. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, ემყარება ძალიან მაღალი დონის სტრატეგიულ პარტნიორობას ჩვენს ქვეყნებს შორის“, - განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, რომელიც გუშინ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წარადგინა, ნათქვამია, რომ საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვია.

„საქართველოში და უკრაინაში შეჭრით რუსეთმა აჩვენა, რომ მზად არის რეგიონის ქვეყნების სუვერენიტეტი დაარღვიოს. რუსეთი განაგრძობს თავისი მეზობლების დაშინებას მუქარით, როგორიც არის ბირთვული პოტენციალის გაძლიერება და თავდასხმითი შეიარაღების განთავსება“, - აღნიშნულია ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში აშშ-ის მთავარ მეტოქეებად მოხსენიებულია რუსეთი და ჩინეთი.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო