პალესტინის პრეზიდენტის მრჩეველი - ჩვენ გვსურს, რომ აშშ-მ პროცესში მონოპოლია დაკარგოს, რუსეთმა კი, მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს

მაჰმუდ აბასმა პრეზიდენტ პუტინთან გზავნილი დამაბარა, - ამის შესახებ პალესტინის პრეზიდენტის საგარეო პოლიტიკის საკითხებსა და საერთაშორისო ურთიერთობებში მრჩეველმა ნაბილ შაასმა „ტასს“ განუცხადა.

„ვლადიმერ პუტინისადმი ჩვენი პრეზიდენტის გზავნილს სერგეი ლავროვს გადავცემ. გზავნილის შინაარსი ასეთია: ჩვენ მივისწრაფვით იმისკენ, რომ აშშ-მ პალესტინა-ისრაელის მშვიდობიან პროცესში მონოპოლია დაკარგოს და გვსურს, რომ მომავალში რუსეთმა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშოს“, - განაცხადა ნაბილ შაასმა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს