მიხეილ სააკაშვილი - საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ, საპროტესტო აქციები დღესასწაულების შემდეგ განახლდება

პარტია „ახალი ძალების მოძრაობის“ ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მიერ ორგანიზებული მასობრივი საპროტესტო აქციები ახალი წლის დღესასწაულის შემდეგ განახლდება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„საახალწლო და შობის პერიოდში შესვენებას ვაცხადებთ. ეს მხოლოდ საახალწლო დღესასწაულებს უკავშირდება“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

მან ასევე განაცხადა, რომ მისი მხარდამჭერების აქციებს თან ახლდა პროვოკაციები და შესაბამისად, აღნიშნული პროვოკაციებისგან დაცვის მექანიზმები იქნება გათვალისწინებული.

მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები 17 ოქტომბრიდან ყოველ კვირას ატარებენ საპროტესტო აქციებს. მათი მთავარი მოთხოვნა პეტრო პოროშენკოს გადადგომაა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო