ირაკლი სესიაშვილი - გიორგი გახარიას მართლაც ამბიციური გეგმები აქვს

გიორგი გახარიას მართლაც ამბიციური გეგმები აქვს, მე გამიკვირდა კიდეც, რომ ამ მოკლე ვადაში სამთავრობო პროგრამაში ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა აისახა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ გავეცანით სამთავრობო პროგრამას. მე მინდა გამოვყო შს და თავდაცვის სამინისტროების მიმართულება. მართლაც ამბიციური გეგმები აქვს ბატონ გიორგი გახარიას, მე გამიკვირდა კიდევაც, რომ ამ მოკლე ვადაში ამ პროგრამაში, თუნდაც 2-3 ფურცელზე ძალიან ბევრი საინტერესო ინიციატივა აისახა. მაქვს სრული მოლოდინი, რომ ჩვენ სრულებით ახლებურ შინაგან საქმეთა სამინისტროს მივიღებთ, თავისი პოლიტიკით, მიდგომებით, საზოგადოებასთან ურთიერთობის თვალსაზრისით და ეს ძალიან მახარებს. აქ მთლიანად ვემთხვევით მიდგომებში. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, მან ბოლო პერიოდში ძალიან სერიოზული რეფორმები განახორციელა, მათ შორის რაც ეხებოდა სისტემის ოპტიმიზაციას და ინტენსიურ წვრთნებს, რომელიც ჩვენს პარტნიორებთან ერთად ჩატარდა. სამხედრო სარეზერვო სამსახურთან დაკავშირებით შესაბამისი კონცეფცია მზად არის და მე დარწმუნებული ვარ, მომავალ წელს ჩვენ ერთობლივად მოგვიწევს ძალიან სერიოზული მუშაობა და მსჯელობა სხვადასხვა სტრატეგიულ საკითხებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას შეეხება“, - განაცხადა სესიაშვილმა.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე დარწმუნებულია, რომ მთავრობის განახლებულ შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას საკანონმდებლო ორგანოს მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება. იგი ასევე საუბრობს ოპტიმიზაციის პროცესის სამომავლო გაგრძელებაზე.

„ამ ქვეყნის წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი არსებული რესურსი მაქსიმალურად ეფექტურად გამოვიყენოთ. ის, რაც ბატონი პრემიერის ინიციატივა იყო მთავრობის ოპტიმიზაციასთან მიმართებაში, არის სწორი გადაწყვეტილება. მე ვფიქრობ, ამ მიმართულებით მომავალშიც უნდა გადავდგათ ნაბიჯები, თუმცა საწყის ეტაპზე ეს არის სწორი გადაწყვეტილება და დარწმუნებული ვარ, რომ პარლამენტისგან ექნებათ სრული მხარდაჭერა“, - აღნიშნა ირაკლი სესიაშვილმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს