შსს-ს ინფორმაციით, 17 წლის ბიჭის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტზე გამოძიება კომპიუტერული მონაცემების და სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მოზარდთან დაკავშრებით, რომელმაც ხელვაჩაურში სანადირო თოფით თვითდაზიანება მიიყენა, გამოძიება ზაფხულიდან მიმდინარეობს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება კომპიუტერული მონაცემების ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენების მუხლით, სკოლის დირექტორის განცხადების საფუძველზე დაიწყო და ამ დრომდე მიმდინარეობს.

„ზაფხულში, სკოლის დირექტორის მიერ შეტყობინება შემოვიდა და გამიძიება სისხლის სამართლის კოდექსის 285-ე მუხლით დაიწყო, რაც გულისხმობს კომპიუტერული მონაცემის ან კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენებას. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს“, - განაცხადეს შსს-ში.

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის #1 სკოლის დირექტორი შუშანა კონცელიძე 17 წლის მოზარდის მიერ თვითდაზიანების მიყენების ფაქტს ინტერნეტ თამაშს უკავშირებს და აცხადებს, რომ ბავშვს ხელზე ნაკაწრები აღენიშნებოდა.

„ხელზე ნაკაწრები შევნიშნე, საეჭვოდ მივიჩნიე და ვაცნობე სამართალდამცველებს, სამინისტროსა და მშობლებს“, - განაცხადა შუშანა კონცელიძემ.

17 წლის მოზარდს, სანადირო თოფიდან გასროლის შედეგად, სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო