დიმიტრი პესკოვი – აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს

აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგია იმპერიალისტურ ხასიათს ატარებს და გვიჩვენებს აშშ-ს მხრიდან ერთპოლარული მსოფლიოს ცნებაზე უარის თქმის სურვილის არარსებობას, - ასეთი განცხადება გააკეთა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი ვერ დაეთანხმება დოკუმენტის განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთი შეერთებული შტატების უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„ამასთანავე, დოკუმენტში არის მოკრძალებული დადებითი ადგილებიც, სადაც საუბარია თანამშრომლობის შესახებ ამერიკის ინტერესებისთვის მისაღებ საკითხებზე. ეს ჩვენს მიდგომას პასუხობს, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა და რომლის თანახმადაც, მოსკოვი ცდილობს თანამშრომლობას მისი ინტერესებისთვის მისაღებ საკითხებში. ეს თანამშრომლობა იქნება იმ დოზით, რა დოზითაც ამერიკელი კოლეგები მოინდომებენ ურთიერთობას“ , - დაამატა კრემლის წარმომადგენელმა.

იდეალური თანამშრომლობის მაგალითად კი პესკოვმა დაასახელა სპეცსამსახურების თანამშრომლობის შესახებ არსებული ინფორმაცია, რომლის მიხედვით სანკტ-პეტერბურგში დაგეგმილი ტერაქტი თავიდან აიცილეს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა