ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება

ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატის ასარჩევად შუალედური არჩევნები 2018 წლის აპრილში გაიმართება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში განუმარტეს.

ვანისა და ხონის გაერთიანებულ სამაჟორიტარო ოლქში შუალედური არჩევნების ჩატარების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ყოფილი მაჟორიტარი, გრიგოლ ლილუაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

საარჩევნო კოდექსის, 129-ე მუხლის თანახმად, მაჟორიტარული საარჩევნო ოლქიდან არჩეული პარლამენტის წევრის გამოკლების შემთხვევაში, საქართველოს პარლამენტის შუალედური არჩევნები აპრილში ან ოქტომბერში იმართება.

გრიგოლ ლილუაშვილი მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი 2016 წლიდან მიმდინარე წლის 11 დეკემბრამდე იყო. საკანონმდებლო ორგანოში ის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს თავმჯდომარეობდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო