სემეკი სამომხმარებლო ტარიფზე 26 დეკემბერს იმსჯელებს

სემეკმა თბოელექტროსადგურებისთვის ელექტრონერგიის საწარმოო ტარიფები განიხილა. როგორც სემეკის თავმჯდომარემ ირინა მილორავამ დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ განმარტა, თუ როგორ აისახება ცვლილებები სამომხმარებლო ტარიფზე ცნობილი 26 დეკემბერს გახდება ცნობილი.

"დღეს ჩვენ გავიხილეთ, ოთხი თბოელექტროსადგურის ტარიფი. თბოელექტროსადგურების ტარიფი არის ორსაფეხურიანი, სიმძლავრის საფასური და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფი. განსხვავებული შედეგები დადგა თბოსადგურებთან მიმართებაში, ნაწილს გაეზარდა, ნაწილს - შეუმცირდა. ასევე განვიხილეთ "ენგურჰესის" და "ვარდნილჰესების" კასკადის ელენერგიის წარმოების ტარიფი. ამ სადგურებთან მიმართებაში განხორციელებული ინვესტიციების გათვალისწინებით, გვაქვს მცირეოდენი ზრდა და ასევე ჯერჯერობით განხილული გვაქვს გადაცემის ერთ-ერთი ლიცენზიანტის - "საქრუსენერგოს" გადაცემის ტარიფი, აქაც გვაქვს უმნიშვნელო ზრდა. დარჩენილია კიდევ რამდენიმე საკითხი განსახილველად. რაც შეეხება "საქართველოს სახელმწიფო ენერგოსისტემის" ტარიფს, ჩვენ მოვისმინეთ საოპერაციო და კაპიტალური დანახარჯები საწარმოსთან მიმართებაში, თუმცა დასაზუსტებელია ერთი კომპონენტი - ეს ეხება ამ საწარმოს მიერ დისპეტჩერიზაციის საქმიანობის ფარგლებში შესასყიდი დანაკარგების ხარჯს, ამიტომ ეს საკითხი გადავიდა 25 დეკემბრის სხდომაზე. ასევე გადავიტანეთ "ენერგო-პრო გენერაციის" საკუთრებაში არსებული 5 ჰიდროელეტროსადგურის განხილვაც", - განაცხადა მილორავამ.

რაც შეეხება სამომხმარებლო ტარიფზე გავლენას, მილორავას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ უკვე არსებობს საწარმოო ტარიფთან დაკავშირებით საბოლოო შედეგი, მაინც რჩება საკითხი, რომელიც 25 დეკემბერის სხდომაზე განიხილება.

" ასევე ჩვენ მოგვიწევს პროგნოზირება საბალანსო ელექტროენერგიის ფასის, რომელიც არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენენტი იმპორტირებული ელენერგიის ფასის. ბუნებრივია, რჩება მთავარი ნაწილი სამომხმარებლო ტარიფში - ეს არის განაწილების ტარიფი," ენერგო- პრო ჯორჯიასთვის" და "თელასისთვის" და შესაბამისად, უკვე 26 დეკემბრის სხდომაზე გვეცოდინება სამომხმარებლო ტარიფები. მაღალი ალათობით, ჩვენ 25 დეკემბერს ვაპირებდით სამომხმარებლო ტარიფების გამოცხადებას"- განაცხადა ირინა მილორავამ .

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა