ირაკლი კობახიძე - პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ჭორები და სპეკულაციები საფუძველს მოკლებულია, ჩვენ მთავრობას ზეგ ნდობას გამოვუცხადებთ

პრემიერ-მინისტრის გადადგომაზე ყოველგვარი ჭორები და სპეკულაციები საფუძველს არის მოკლებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ხვალ პარლამენტი მთავრობის განახლებული შემადგენლობის განხილვას იწყებს, ხოლო 21 დეკემბერს მთავრობას ნდობას გამოუცხადებს.

”ხვალ წარედგინება პარლამენტს მთავრობის შემადგენლობა. გაიმართება საკომიტეტო განხილვები, შემდეგ შედგება შეხვედრები პოლიტიურ ჯგუფებთან და ამ შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებს პრემიერ-მინისტრი. ამის საფუძველზე ზეგ უკვე ნდობას გამოვუცხადებთ მთავრობის შემადგენლობას. რაც შეეხება ჭორებს პრემიერის გადადგომის თაობაზე, ჭორებსაც ვერ დავარქმევ ამას და ბუნებრივია, ყოველგვარ საფუძველს არის მოკლებული. ჩვენ ზეგ დავამტკიცებთ პრემიერ-მინისტრს და მთავრობის შემადგენლობას და შესაბამისად, ჭორები და სპეკულაციები არის მოკლებული ყოველგვარ საფუძველს”, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა