35 944 გადამხდელს 1 684 801 553.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა

35 944 გადამხდელს 1 684 801 553.00 ლარის საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შედეგად, 2016 წლის 2 თებერვლიდან დღემდე, აღნიშნული დავალიანება საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის მიხედვით ჩამოეწერათ.

კერძოდ, უწყების ინფორმაციით, ა) ქვეპუნქტით - 34 986 გადამხდელს 1 677 443 546.00 ლარი ჩამოწერა, ბ) ქვეპუნქტით - 930 გადამხდელს 7 336 248.00 ლარი, გ) ქვეპუნქტით - 28 გადამხდელს 21 759.00 ლარი.

მათივე ცნობით, აღნიშნული ცვლილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში 2016 წლის მაისში შევიდა (გამოქვეყნების თარიღი - 2016 წლის 1 ივნისი). ცვლილების თანახმად, 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის ა) და ბ) ქვეპუნქტები ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის შესაბამისად ჩამოწერას დაექვემდებარა:

ა) 2011 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილი და ამ ქვეპუნქტის ამოქმედებამდე გადაუხდელი საგადასახადო დავალიანების თანხა, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი;

ბ) 2013 წლის 1 იანვრამდე წარმოშობილ აღიარებულ საგადასახადო დავალიანებაზე დარიცხული საურავი და 2013 წლის 1 იანვრამდე დარიცხული აღიარებული ჯარიმა, აღიარებული გადასახადის თანხის გადახდის პირობით, თუ პირს თანხის ჩამოწერამდე აქტივობები არ უფიქსირდება, არ წარმოუდგენია საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშება (გარდა ქონების გადასახადის დეკლარაციისა) ან საგადასახადო ორგანოში წარდგენილი საგადასახადო დეკლარაცია/გაანგარიშების საფუძველზე არ ფიქსირდება ერთობლივი შემოსავალი.

გ) საკონტროლო სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევისათვის ფიზიკური პირისათვის 2013 წლის 1 იანვრამდე დაკისრებული/დარიცხული და ამ ნორმის ამოქმედებამდე გადაუხდელი ჯარიმა ( გ) ქვეპუნქტი დარჩა უცვლელი).

შემოსავლების სამსახური საგადასახადო დავალიანების ჩამოწერას როგორც თავისი ინიციატივით (სსკ-ის 309-ე მუხლის 37-ე ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში), ასევე გადამხდელის მომართვის შემთხვევაში ახორციელებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ჩამოწერის პროცესი გრძელდება.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ამ ცვლილებამდე მოქმედი ჩამოწერის წესის მიხედვით 2016 წლის 2 ივნისამდე, საგადასახადო დავალიანება ჩამოეწერა 18 941 გადასახადის გადამხდელს, რამაც ჯამში 1 104 279 889.73 ლარი შეადგინა, მათ შორის:

ა) ქვეპუნქტით - 10 952 გადამხდელს 1 094 153 961.31 ლარი,

ბ) ქვეპუნქტით - 918 გადამხდელს 5 124 844.92 ლარი,

გ) ქვეპუნქტით - 7 071 გადამხდელს 5 001 083.50 ლარი).

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს