ვლადიმერ პუტინი - ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები მეცნიერებაში, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, თუმცა, ამასთანავე დავიცვათ ჩვენი ტრადიციები

რუსეთს მოუწევს ისტორიულ გამოწვევებზე გამკლავება, რომელთა შორისაა: ქვეყნის რეგიონალური განვითარება, ახალი ეკონომიკის შექმნა, ტექნოლოგიური გადატრიალება მედიცინისა და განათლების სფეროებში, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

„ჩვენ ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ ისტორიულ გამოწვევებს: ესაა ჩვენი მოსახლეობის დაცვა და გამრავლება, ესაა ახალი ეკონომიკის შექმნა, არქტიკის, შორეული აღმოსავლეთის, ციმბირისა და ჩვენი უზარმაზარი ქვეყნის სხვა რეგიონების განვითარება. ასევე, რაც მომავლის გამოწვევას წარმოადგენს - ტექნოლოგიური გადატრიალების მოხდენა როგორც მედიცინის, ისე ტექნოლოგიურ სფეროში, განათლებაში“ , - აღნიშნა პუტინმა.

პრეზიდენტის თქმით, მოქალაქეების კეთილდღეობისთვის ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, ასევე სიღარიბისა და საზოგადოებაში არათანასწორობის გადასალახავად. პუტინის თქმით, რუსეთის ფედერაციას აქვს ყველა საშუალება იმისათვის, რომ ის კომპეტენციები აღადგინოს, რაშიც რუსი ხალხი ყოველთვის ლიდერი იყო.

„ჩვენ აუცილებლად გავიკვლევთ გზას ახალი კომპეტენციებისკენ, რომელიც საჭიროა განვითარებისთვის. ამაში ეჭვი არ მეპარება. ჩვენ უნდა ვიყოთ ლიდერები მეცნიერებაში, სოციალურ და კულტურულ განვითარებაში, თუმცა, ამასთანავე დავიცვათ თვითმყოფადობა და ჩვენი ტრადიციები. ეს არის გამოწვევები, რომელთა შესრულებას წლები სჭირდება, ამიტომ არ უნდა ავცდეთ დასახულ კურსს. სხვა შემთხვევაში ყველაფრის ნულიდან დაწყება მოგვიწევს“, - განაცხადა პუტინმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო