"სილქ როუდ ჯგუფის" განცხადებით, გავრცელებული ესკიზები არ წარმოადგენს ვარდების მოედნის განვითარების საბოლოო კონცეფციას

"ბოლო დღეებში სხვადასხვა ვებ საიტების და საინფორმაციო სააგენტოების მეშვეობით ვარდების მოედნის განვითარების პროექტის რენდერები გავრცელდა. მოგეხსენებათ, რომ სასტუმრო რადისონის წინ მდებარე პარკინგის ტერიტორია სიქლ როუდ ჯგუფის საკუთრებაშია. ამ ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით 2015წლის ბოლოს ჯგუფმა ჩაატარა დახურული კონკურსი, რომელშიც ჯგუფის მოწვევით რამდენიმე უცხოურმა და ქართულმა არქიტექტორულმა კომპანიამ მიიღომონაწილეობა. კონკურსის მიზანი იყო სასტუმროს წინ მდებარე პარკინგის ტერიტორიას შესძენოდა საზოგადოებრივი დატვირთვა და გამხდარიყო თბილისელებისდა დედაქალაქის სტუმრების თავშეყრის ადგილი. წარმოდგენილი ესკიზებიდან გამარჯვებულად გამოცხადდა არქიტექტურული სტუდია "Graft Architects" ის მიერშემუშავებული ვარიანტი.

თუმცა, ხაზგასმით გვინდა განვმარტოთ, რომ ინტერნეტ სივრცეში გავრცელებული ფოტოები არ წარმოადგენს დასრულებულ ესკიზს და ეს არის მხოლოდ დამხოლოდ არტისტული კონცეფციის ერთ-ერთი ვარიანტი, რომელიც მუშაობის პროცესში წარმოადგინა "Graft Architects" -მა. მაღალსართულიანი შენობის მშენებლობა, რომლის რენდერებიც გავრცელდა არ განხორციელდება.

ამ ეტაპზე სილქ როუდ ჯგუფი აგრძელებს მერიის კეთილმოწყობის სამსახურთან თანამშრომლობას და სხვადასხვა საკითხების შეთანხმებას. მოედნის განვითარებისკონცეფცია კვლავაც მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს მიწისქვეშა ფართების რეაბილიტაცია, მოედნის სრული რეაბილიტაცია, რათა ქალაქის ცენტრში შეიქმნასსაზოგადოებრივი სივრცე და თბილისში გაჩნდეს კეთილმოწყობილი მოედანი უფუნქციო სივრცის სანაცვლოდ, შეიქმნას სტუმრების და თბილისელების თავშეყრისადგილი, სადაც რეკრეაციული ზონა განთავსდება. აპ ეტაპზე პროექტის დასრულების ვადები და საინვესტიციო თანხა საბოლოოდ განსაზღვრული არ არის.აღნიშნულ პროექტს სილქ როუდ ჯგუფი განსაკუთრებული პასუხისმგებლობით ეკიდება, ქალაქისთვისთვის მოედნის მნიშვნელობისა და საზოგადოებრივიფუნქციის გამო. ამიტომაც, პროექტის საბოლოო ვარიანტის შემუშავების შემდეგ კონცეფცია საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. მანამდე კი, ვისურვებდით არმოხდეს დაუსრულებელი ნამუშევრების ტირაჟირება და ასეთი გზით საზოგადოების შეცდომაში შეყვანა", - ნათქვამია "სილქ როუდ ჯგუფის" განცხადებაში.

(R)

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს