პრემიერ-მინისტრი აშშ-ს წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტთა ჯგუფი იმყოფება, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ მთავრობის კანცელარიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, 10 წარმატებული ახალგაზრდა მსოფლიოს 8 ქვეყნიდან, მათ შორის - აშშ-დან, ავსტრიიდან, იაპონიიდან და სამხრეთ კორეიდან, საქართველოს, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ქვეყნის როლსა და გეოპოლიტიკურ პოტენციალს ეცნობა.

ახალგაზრდა ლიდერებს ჰარვარდის კენედის სკოლიდან, სტენფორდის უნივერსიტეტიდან და ფლეტჩერის სამართლისა და დიპლომატიის სკოლიდან, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა უმასპინძლა.

პრემიერმა ახალგაზრდა ლიდერებს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების, საინვესტიციო შესაძლებლობების, ასევე განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების შესახებ. საუბარი ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსაც შეეხო.

აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტები დღესვე სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ, სადაც არსებული ვითარების ადგილზე შეფასების საშუალება მიეცათ; ასევე სტუმრობდნენ ტექნოლოგიურ პარკს, გაეცნენ მიმდინარე და განხორციელებულ პროექტებს.

ახალგაზრდა ლიდერთა ჯგუფის სამდღიანი ვიზიტი საქართველოში კულტურულ პროგრამასაც მოიცავს. სტუმრები უკვე იმყოფებოდნენ კახეთში, სადაც ტრადიციული სამზარეულო და ქართული ღვინო დააგემოვნეს. მათ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა უმასპინძლა.

ახალგაზრდებმა გამოთქვეს დაინტერესება, უახლოეს მომავალში საქართველოს ეწვიოს დელეგაცია გაფართოებული შემადგენლობით, რათა ქვეყნის პოტენციალი მსოფლიოს მასშტაბით კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ცნობილი და მან მეტი მეგობარი შეიძინოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა