ახლობლების განცხადებით, ხელვაჩაურის მკვიდრის, 17 წლის მოსწავლის ინტერნეტ თამაშებში აქტიურობასთან დაკავშირებით ოჯახმა სკოლიდან შეიტყო

ხელვაჩაურში, 17 წლის სკოლის მოსწავლის თვითდაზიანებასთან დაკავშირებით, მოზარდის ბიძა აცხადებს, რომ მოსწავლეს ხელზე დაზიანებები გაზაფხულზე სკოლაში შენიშნეს და საქმის შესწავლაში პოლიციასთან ერთად ფსიქოლოგებიც ჩაერთნენ. მოზარდის ბიძა აცხადებს, რომ ბავშვი ინტერნეტ თამშებში აქტიურობასთან დაკავშირებით ოჯახმა სკოლიდან შეიტყო.

"გაზაფხულზე მისმა მასწავლებელმა დამირეკა და მითხრა, რომ მოსწავლეს ხელზე დაზიანებები აღენიშებოდა. სასწრაფოდ ხელვაჩაურის პირველ საჯარო სკოლაში მივედი, სადაც განათლების სამინისტროდან, ასევე რესურსცენტრიდან იმყოფებოდნენ. საქმეში პოლიციაც ჩაერთო. პოლიციაში გუშინ გვითხრეს, რომ ბავშვი აღნიშნულ თამაშში არ არის რეგისტრირებული. პოლიციაში შეტყობინების შემდეგ სკოლას ცოტა ხნით თავი დაანება. ჩვეულებრივი მოსწავლე იყო სკოლაში. ინტერნეტ თამაშების ჩართვის შესახებ სკოლიდან შევიტყვეთ ",- აცხადებს ბიძა.

ხელვაჩაურში არასრულწლოვანმა, სავარაუდოდ, სანადირო თოფით თვითდაზიანებები მიიყენა. 17 წლის ბიჭს სახის არეში უმძიმესი დაზიანებები აქვს მიყენებული. ის ხელვაჩაურში კლინიკა "მედინაშია" მოთავსებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა