კსუ-ს სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა იმიტირებულ სასამართლო პროცესში გაიმარჯვეს

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა - კონსტანტინე ებრალიძემ და ალექსანდრე კალანდაძემ, ასევე სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტმა - ნინო თაქთაქიშვილმა ,,ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ორგანიზებით გამართულ იმიტირებულ სასამართლო პროცესში უნივერსიტეტის სახელით (კსუ) მიიღეს მონაწილეობა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, პროექტში მოსახვედრად, საქართველოს მასშტაბით არსებული უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების სამართლისა და საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტის დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, ორ ეტაპად მონაწილეობდნენ - კომისიამ, იმიტირებულ სასამართლო პროცესში დარეგისტრირებული გუნდები, პირველი ეტაპისათვის, ჯგუფის მიერ წარმოდგენილი სამოტივაციო წერილის მიხედვით შეარჩია.

მეორე, ზეპირი რაუნდის ეტაპზე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებულ გუნდთან ერთად - ხუთი გუნდი გადავიდა.

იმიტირებული სასამართლო პროცესის ზეპირი რაუნდი, კსუ-ს სტუდენტების მონაწილეობით, 16 დეკემბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტის იმიტირებული სასამართლო პროცესების დარბაზში გაიმართა. სასამართლო პროცესზე, რომელიც მოქალაქეობისა და მოქალაქეობის არქონის საკითხებს შეეხებოდა, მოსარჩელეს კსუ, ხოლო მოპასუხეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტებით დაკომპლექტებული გუნდები წარმოადგენდნენ.

საქმე კოლეგიამ, სამი მოსამართლის შემადგენლობით განიხილა და პროცესის საუკეთესო მოსარჩელე გუნდად - კსუ-ს ჯგუფი დაასახელა. ამ გამარჯვებასთან ერთად, კსუ-ს სტუდენტმა - კონსტანტინე ებრალიძემ - პროექტის გამორჩეული მონაწილის ტიტულიც მოიპოვა.

იმიტირებული სასამართლო პროექტის მონაწილეები და გამარჯვებულები სერთიფიკატებითა და პრიზებით დაჯილდოვდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა