„თეგეტა მოტორსმა“ ბათუმში მეორე ფილიალი გახსნა

მომხმარებლის მხრიდან მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბათუმში ტბელ-აბუსერიძის ქუჩის15 ნომერში, „თეგეტას“ მეორე ფილიალი გაიხსნა, - ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია ”თეგეტა” ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულ ფილიალში მომხმარებელს დახვდება ”თეგეტას” ქსელში არსებული 100 000-მდე პროდუქტი: საბურავები, ზეთები, ფილტრები, აკუმულატორები, ავტოსათადარიგო ნაწილები და სხვა მსოფლიოში წამყვანი ბრენდების უმაღლესი ხარისხის პროდუქცია.

ბათუმის ახალ ფილიალში მომხმარებელს საშუალება ექნება ისარგებლოს შემდეგი სერვისებით: საბურავის სერვისი, სავალი ნაწილი, ზეთის შეცვლა ძრავში და გადაცემათა კოლოფში.

„თეგეტას“ ცენტრებში წარმოდგენილია მსოფლიოში წამყვანი 300-მდე ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქცია, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Exide, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. ეს პროდუქცია ხელმისაწვდომია ყველა კატეგორიის მომხმარებლისათვის.

„თეგეტა“ უკვე 22 წელია საქმიანობს საქართველოს ბაზარზე და ავტოინდუსტრიაში მუდმივად ინარჩუნებს ლიდერის პოზიციას. „თეგეტა“ არის საქართველოში უმსხვილესი იმპორტიორი მსოფლიოს წამყვანი ბრენდების მიერ წარმოებული საბურავების, ზეთების, აკუმულატორების და ავტომობილების სათადარიგო ნაწილების მიმართულებით. აქ წარმოდგენილი უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ნებისმიერი მარკის ავტომობილისთვის გამართული მუშაობის და უსაფრთხო გადაადგილების გარანტიაა.

დღეისათვის „თეგეტა“ საქართველოს მასშტაბით 23 ფილიალით არის წარმოდგენილი.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს