რუსთაველზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსთაველის გამზირზე არასრულწლოვნის დაჭრის ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

როგორც უწყებაში განმარტავენ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით დაიწყო და ამ დროისთვის ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი დაჭრეს. ამის შესახებ ინფორმაცია „ინტერპრესნიუსს“ სასწრაფო დახმარების სამსახურში დაუდასტურეს. მათივე ინფორმაციით, მოზარდი ინგოროყვას კლინიკაშია გადაყვანილი.

როგორც სასწრაფო დახმარების სამსახურში განაცხადეს, მოზარდს ჭრილობა გულ-მკერდის არეში, ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

რა მოხდა თბილისის ცენტრში - 15 წლის მოზარდს რუსთაველის გამზირზე დანით 4 ჭრილობა მიაყენეს

ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა