საუდის არაბეთის მედიის ცნობით, იემენელმა მეამბოხეებმა ერ-რიადისკენ ბალისტიკური რაკეტა გაუშვეს

საუდის არაბეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, კოალიციამ იემენელი მეამბოხეების - ჰუსიტების მიერ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადისკენ გაშვებული ბალისტიკური რაკეტა ჩამოაგდო.

საუდის არაბეთის ცნობით, რაკეტა საუდის არაბეთის ლიდერების კრებისკენ იყო მიმართული, რომლებიც ალ-იამამას სასახლეში იყვნენ შეკრებილნი.

ჰუსიტური მოძრაობის ტელევიზიის ცნობით, ამბოხებულებმა ალ-იამამას სასახლის მიმართულებით Burkan-2 ტიპის რაკეტა გაუშვეს.

გასულ თვეში გასროლილი იმავე ტიპის რაკეტა ერ-რიადის აეროპორტს მცირე მანძილით ასცდა.

საუდის არაბეთი და შეერთებული შტატები ჰუსიტური მოძრაობის რაკეტებით მომარაგებაში ირანს ადანაშაულებენ, თავის მხრივ, ამ ბრალდებას ირანი უარყოფს.

ჰუსიტები იემენის მთავრობისა და საუდის არაბეთის წინააღმდეგ 2015 წლიდან იბრძვიან.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო