ექიმი - რუსთაველზე დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" დაჭრილ მოზარდს ოპერაცია უტარდება. როგორც ინგოროყვას კლინიკის ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოზარდს ჰემორაგიული შოკი აქვს და მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება.

„პაციენტი მოყვანილია შემთხვევის ადგილიდან სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ. შემოსვლისას გამოხატული იყო ნაკვეთ-ნაჩხვლეტი ჭრილობა გულ-მკერდის არეში და წელის მიდამოში. იმყოფება საოპერაციო ბლოკში და მიმდინარეობს ოპერაცია. 4 ჭრილობა აქვს სავარაუდოდ, დანით მიყენებული. ჰემორაგიული შოკი აქვს, მიმდინარეობს სასიცოცხლო ფუნქციების ხელოვნური ჩანაცვლება. წინასწარ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ვერ გეტყვით“, - განაცხადა კონსტანტინე მუმლაძემ.

დაჭრილი მოზარდი, სავარაუდოდ, 15 წლისაა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა