ირაკლი კობახიძე ვარშავაში სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რომელიც ვარშავაში იმყოფება, ქართველ სტუდენტებს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ირაკლი კობახიძე სტუდენტებს ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე დემოკრატიული რეფორმები, ასევე, პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო. მათთან საუბრისას, პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმები ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ხელშემწყობი ფაქტორია. შეხვედრაზე გაიმართა დისკუსიაც.

დღესვე, ირაკლი კობახიძემ ვარშავის უნივერსიტეტის აღმოსავლეთ ევროპული სწავლების ცენტრში წაიკითხა ლექცია.

პარლამენტის თავმჯდომარე ახალგაზრდებს საქართველოში არსებულ ვითარებასა და გამოწვევებზე, ასევე, ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის პროცესის შესახებ ესაუბრა.

ყურადღება გამახვილდა რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ საქართველოს როლსა და მნიშვნელობაზე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ უპასუხა კითხვებსაც, რომლებიც, ძირითადად, ქვეყნის ევროპულ მომავალს, სამომავლო გეგმებსა და არსებულ გამოწვევებს ეხებოდა.

ლექციის შემდეგ ირაკლი კობახიძემ, დელეგაციის წევრებთან ერთად, წმინდა გრიგოლ ფერაძის მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო