ირაკლი კობახიძე - საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტებს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე გადავა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პოლონეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი დაასრულა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიზიტის დასასრულ, ირაკლი კობახიძე, დელეგაციასთან ერთად, პოლონეთის სენატში იმყოფებოდა, სადაც პლენარულ სხდომას დაესწრო.

ოფიციალური ვიზიტი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან შეაჯამა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს პარლამენტსა და პოლონეთის პარლამენტს შორის ურთიერთობა სტრატეგიულ დონეზე გადავა.

”შედგა ძალიან წარმატებული ოფიციალური ვიზიტი პოლონეთში, სადაც შევხვდით უმაღლესი თანამდებობის პირებს - პოლონეთის პრემიერ-მინისტრს, პარლამენტის ორივე პალატის სპიკერებს. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ გავაფორმეთ სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება პოლონეთის პარლამენტთან, რაც გახდება ჩვენი საპარლამენტო თანამშრომლობის ახალი ეტაპის საფუძველი. ჩვენ სტრატეგიულ დონეზე გვინდა ავიყვანოთ ურთიერთობები პოლონეთისა და საქართველოს პარლამენტებს შორის და ეს დოკუმენტი სწორედ ამას უზრუნველყოფს“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა