წამყვანმა საპარლამენტო კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი ისევ არ დაუჭირა

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი კვლავ არ დაუჭირა.

კომიტეტმა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტია, უარყოფითი შეფასება ერთხმად გამოხატა. კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილეს.

მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხი და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებებთ ე.წ. სტარტაპების დაფინანსების ინიციატივაა.

კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული .

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა