ვაკის რაიონის გამგებელი მოქალაქეებს მოუწოდებს, არსებული ინფრასტრუქტურა ვანდალურად არ დააზიანონ

ვაკის რაიონში, ვაჟა-ფშაველას II კვარტლის N37 ა კორპუსთან მოწყობილ ახალ სკვერში, სადაც საბავშვო ატრაქციონი დააზიანეს, ვაკის გამგებელი ნოდარ ტურძელაძე და საკრებულოში ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი ბირბიჩაძე იმყოფებოდნენ.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თბილისის მერიიდან აცნობეს, ნოდარ ტურძელაძემ და გიორგი ბირბიჩაძემ მოქალაქეებს მოუწოდეს, არსებულ ინფრასტრუქტურას უფრო მეტად გაუფრთხილდნენ და ვანდალურად არ დააზიანონ ის ინვენტარი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობისთვის კომფორტულ გარემოს ჰქმნის.

„ჩვენ სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ, სრულიად ახალი სკვერი გავხსენით, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის აქტიური ჩართულობით მოეწყო. დღეს, სკვერში ვანდალურადაა დამტვრეული საბავშვო საქანელა, მეორე კი - მოპარულია. ეს სამწუხაროდ, ერთადერთი შემთხვევა არ არის. სხვადასხვა სკვერებში, სპორტულ მოედნებზე მსგავსი ვანდალიზმი ხშირად ხდება. რა თქმა უნდა, დაზიანებულ ინვენტარს აღვადგენთ, თუმცა, მინდა მოვუწოდო ყველას, რომ უფრო მეტად გავუფრთხილდეთ გარემოს, მოწესრიგებულ ინფრასტრუქტურას, რადგან ის უფრო დიდხანს გამოადგეს ჩვენს ბავშვებს. გთხოვთ მაქსიმალურად შევიკავოთ თავი ვანდალიზმის გამოვლენისგან“, - განაცხადა ნოდარ ტურძელაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს