კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელთა განახევრებაზე მის კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების ჯგუფებში აღსაზრდელთა რაოდენობის განახევრებაზე მის მიერ დღეს გაკეთებულ კომენტართან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

"ჩემს მიერ გაკეთებულ კომენტარში, სადაც საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა რაოდენობის განახევრებაზეა საუბარი, მხედველობაში მქონდა გადატვირთულობის პრობლემისგან ჯგუფების ნაწილობრივ განტვირთვა. სიტყვა „განახევრება“ არ უნდა იქნას აღქმული პირდაპირი მნიშვნელობით", – განუცხადა თბილისის საბავშვო ბაგა–ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ „ინტერპრესნიუსს“.

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა „ინტერპრესნიუსთან" საუბარში აღნიშნა, რომ მომავალი წლიდან ბაღების ჯგუფებში აღმზრდელების რაოდენობა განახევრდებოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა