სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა

სოლიდარობის ფონდის ხელმძღვანელად ია მაქაცარია დაინიშნა. მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველოს სოლიდარობის ფონდმა, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 2014 წელს დაფუძნდა, დღემდე ონკოლოგიური დაავადებების მქონე 22 წლამდე 470 ბავშვისა და მოზარდის მკურნალობა და დიაგნოსტიკა დააფინანსა როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე - საზღვარგარეთ.

სოლიდარობის ფონდის ამოქმედებიდან, საქართველოში, უსახსრობის გამო, სიმსივნით დაავადებული არც ერთი ბავშვი და ახალგაზრდა არ დაღუპულა. ფონდი საზოგადოების, კერძო სექტორისა და სახელმწიფოს თანამონაწილეობით ე.წ. „ინოვაციური დაფინანსების მექანიზმების“ ამოქმედებას და ალტერნატიული რესურსების მობილიზაციას ისახავს მიზნად, რომელიც ძირითადად, 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ბავშვებისა და მოზარდების მხარდასაჭერად მიიმართება.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა