დავით ჭიჭინაძე - იმედია, ჩვენი პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს

იმედია, ჩვენი პრეზიდენტი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს ვეტოს დაადებს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით ჭიჭინაძემ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომის შემდეგ განაცხადა, სადაც „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებები მესამე მოსმენით განიხილეს და მხარი არ დაუჭირეს.

„მეორე მოსმენაზე უმრავლესობამ არ გაითვალისწინა ჩვენი [კომიტეტის] არგუმენტები. შევეცდებით, მესამე მოსმენაზე მაინც დავარწმუნოთ უმრავლესობა, რომ ეს კანონი ამ სახით არ არის მისაღები, თუ არადა, ჩვენი პრეზიდენტი მიჩვეულია ვეტოების დადებას და იმედია, ამ კანონსაც დაადებს ვეტოს და მერე შევეცდებით, ვეტო არ გადავლახოთ“, - განაცხადა ჭიჭინაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტი მხოლოდ „50-60 კაცში განიხილებოდა“ და კომიტეტმა სათანადო ინფორმაცია ვერ მიაწოდა დანარჩენ კოლეგებს, რომ მათ შესაბამისი გადაწყვეტილება მიეღოთ და კანონპროექტისთვის პლენარულ სხდომაზე მხარი არ დაეჭირა.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტია, საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს მხარი კვლავ არ დაუჭირა. კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.

მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხი და ასევე, საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებებთ ე.წ. სტარტაპების დაფინანსების ინიციატივაა.

კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს