დავით ზალკალიანი საქართველოში აშშ-ის ელჩის მოადგილეს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილეს, ელისაბედ რუდს შეხვდა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მიმოიხილეს საქართველო-აშშ-ს თანამშრომლობის საკითხები როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის საუბარი შეეხო 2017 წლის 15 დეკემბერს ვაშინგტონში ჩატარებულ საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის ხალხთაშორისი კავშირებისა და კულტურული გაცვლების სამუშაო ჯგუფის შეხვედრის შედეგებს და ამ მიმართულებით სამომავლო ერთობლივ ქმედებებზე.

უწყების ცნობით, შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო აშშ-ს ეროვნულ უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტს და მის ძირითად მიმართულებებს, გამოითქვა კმაყოფილება, რომ დოკუმენტში საქართველო ფიგურირებს როგორც პირდაპირ, ისე რეგიონულ კონტექსტში, რაც წარმოადგენს აშშ-სა და საქართველოს შორის მაღალი დონის სტრატეგიული ურთიერთობების კიდევ ერთ თვალსაჩინო გამოხატულებას და კიდევ ერთხელ ადასტურებს აღნიშნული ადასტურებს, რომ საქართველო და რეგიონში მიმდინარე პროცესები მნიშვნელოვან ადგილს იკავებს აშშ-ს ადმინისტრაციის დღის წესრიგში.

საუბარი ასევე შეეხო, ორმხრივი თანამშრომლობის დღის წესრიგის სხვადასხვა პრიორიტეტულ საკითხს და გამოითქვა იმედი, რომ 2018 წელი კვლავინდებურად წარმატებული იქნება საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების კუთხით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა