სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

ტექნიკური სამუშაოების ჩატარების გამო, სამგორის რაიონის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” "ყაზტრანსგაზ-თბილისიდან" აცნობეს, ხვალ, 12:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება სამგორის რაიონში, ლილოს დასახლების სოფელი წინუბანში მდებარე რაჭის, მშვიდობის, ხევსურეთის, მერი მდივანის ქუჩების კერძო სექტორის და საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას, ლოჭინის დასახლების №1, №2, №3-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მოსახლეობას და მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს.

გაზის მიწოდება აღდგება 17:00 საათიდან ეტაპობრივად სამუშაოების დასრულებისთანავე. შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის თავის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებელი არ არის.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს