რუსთავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი ბორდიურს შეეჯახა

რუსთავში საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გზაგამყოფ ჯებირს შეეჯახა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა, შეჯახების თავიდან არიდების მიზნით, მანევრი გააკეთა და ბორდიურს თავად შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ამასთან, შსს-ს ინფორმაციით, შეჯახების შედეგად მცირე დაზიანება მიიღო პოლიციის თანამშრომელმა, თუმცა, სამინისტროში აცხადებენ, რომ დაზიანება სიცოცხლისთვის საშიში არ არის.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო