ადამიანის უფლებათა კომიტეტში „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონპროექტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონის პროექტის სამუშაო ვერსია წარუდგინა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, 2017 წლიდან საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ფრიდრიხ ებერტის ფონდის (Friedrich-Ebert-Stiftung) სამხრეთ კავკასიის ოფისისა და ა(ა)იპ „დემოკრატიის განვითარების სააგენტოს“ მხარდაჭერით, დაიწყო მუშაობა სოციალური მუშაკის ინსტიტუციურ რეფორმაზე. შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც გაერთიანდა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლები და მოწვეული ექსპერტები.

კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის ინფორმაციით, ახალი კანონის პროექტის ძირითადი მიზნებია: ინდივიდზე ორიენტირებული სოციალური მუშაობა და ინდივიდის მდგრადი ინტეგრაცია; ოჯახის გაძლიერება და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება; სოციალური უსაფრთხოების გაზრდა; ადამიანის უფლებების დაცვის მყარი მექანიზმების უზრუნველყოფა.

სოფო კილაძემ ხაზი გაუსვა აღნიშნული რეფორმის უპირატესობებს. მისი თქმით, რეფორმა მიმართულია პრევენციაზე ორიენტირებული სისტემის შექმნისკენ, ინდივიდთა დაცვის გაუმჯობესებისა და სოციალურ მუშაკთა დაცულობის გაზრდისკენ.

პროექტით წარმოდგენილი რეფორმის აუცილებლობისა და უდიდესი მნიშვნელობის შესახებ მოსაზრებები გამოთქვეს როგორც კომიტეტის წევრებმა, ასევე, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის ოფისის თანამშრომლებმა და ექსპერტებმა.

კომიტეტმა გაიზიარა დამსწრე საზოგადოების მაღალი ინტერესი, ჩაერთონ რეფორმირების პროცესში და მათ სამომავლო თანამშრომლობისთვის სრული მზაობა გამოუცხადა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს