თამარ ჩუგოშვილი ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თამარ ჩუგოშვილმა ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრა გამართა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, საქართველოში სტუმრად მყოფი სტუდენტები, რომლებიც ჰარვარდის, ფლეტჩერის, სტენფორდის და დიუკის უნივერსიტეტებში სახელმწიფო მართვის პროგრამაზე სწავლობენ, საქართველოში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმებით დაინტერესდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ვიზიტი სტუმრების მხრიდან გაცნობითი ხასიათისაა. პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ მათ მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით გამოცდილება გაუზიარა.

„ეს მათთვის არის გაცნობითი შეხვედრა ქვეყანასთან. ბევრი მათგანისთვის ეს არის პირველი ვიზიტი საქართველოში და ვინაიდან სტუდენტები სწავლობენ სახელმწიფო მართვას, მათთვის ძალიან საინტერესოა ის რეფორმები, რომელიც ბოლო წლებისა და ათწლეულების განმავლობაში საქართველომ განახორციელა. ჩემთვის, როგორც ერთ-ერთი ამ უნივერსიტეტის კურსდამთავრებულისთვის, ძალიან საინტერესო და სასიამოვნო იყო შეხვედრა იმ ადამიანებთან ვინც ახლა სწავლობენ ამ პროგრამაზე და შესაბამისად, მათ გავუზიარე ჩემი და ამასთანავე, საქართველოს გამოცდილება მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, ამერიკის შეერთებული შტატების წამყვანი უნივერსიტეტების წარმომადგენლები საქართველოში ვიზიტს, უახლოეს პერიოდში, გაფართოებული შემადგენლობით გეგმავენ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო