ექიმის ინფორმაციით, დაჭრილ მოზარდს შოკის საწინააღმდეგო თერაპია უტარდება და მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება

ინგოროყვას კლინიკაში დაჭრილი მოზარდის ოპერაცია დასრულდა. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება, - ამის შესახებ ექიმმა კონსტანტინე მუმლაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

"პაციენტის მდგომარეობა რჩება სტაბილურად მძიმე. მას ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. ამჯერად სისხლდენა შეჩერებულია. პაციენტი შემდგომი მკურნალობის მიზნით გადავა ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე. მიმდინარეობს შოკის საწინააღმდეგო თერაპია. მდგომარეობა სტაბილურად მძიმე რჩება. 4 ჭრილობა აქვს, სიცოცხლისთვის საზიანო იყო გულ-მკერდში შემავალი ჭრილობა“, - აღნიშნა ექიმმა.

მისივე თქმით, დაზიანებული იყო პერიკარდიუმი, გული არ იყო დაზიანებული.

თბილისში, მეტროს სადგურ "თავისუფლების მოედანთან" მოზარდი დღეს დაჭრეს. მას ჭრილობა გულ-მკერდის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს