გიგა ბოკერია პარლამენტს მიმართავს ინიციატივით, საზოგადოებრივ მაუწყებელს შეეცვალოს სახელი და სახელმწიფო ტელევიზია დაერქვას

კარგი იქნება, თუკი საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს სახელმწიფო ტელევიზიის შესახებ კანონპროექტს დაარქმევთ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

ბოკერიას შეფასებით, კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ძველ მოდელად - სახელმწიფო ტელევიზიად გარდაიქმნება. დეპუტატის თქმით, ცვლილებებით ფუნდამენტურად ირღვევა პრინციპი, რომლის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას და ამ ფულით კონკურენციაში კერძო ტელევიზიებთან არ შედიან.

“სახელწოდების შეცვლით ბევრი რამ გამარტივდება. რედაქციული თვალსაზრისით ბევრად უფრო სწორი იქნება, კანონს დავარქვათ - ცვლილებები სახელმწიფო ტელევიზიის შესახებ კანონში. ის, რაც არის წარმოდგენილი, ამ ტელევიზიას საზოგადოებრივი მაუწყებლიდან სახელმწიფო ტელევიზიად - ძველ მოდელად გარდაქმნის, სადაც ეს სუბიექტი კონკურენციაში იქნება კერძო ტელევიზიებთან, იმის მიუხადვად, რომ ჩვენი გადასახადებით იღებს ფულს“, - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით კანონში დაგეგმილ ცვლილებებს კვლავ არ დაუჭირა მხარი.

კომიტეტმა, რომელიც “მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე წამყვანი კომიტეტია, უარყოფითი შეფასება ერთხმად გამოხატა. კანონპროექტი დღეს მესამე მოსმენით განიხილეს.

მთავარი, რასაც კომიტეტი ეწინააღმდეგება, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კომერციული რეკლამის განთავსების საკითხი და საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებებთ ე.წ. სტარტაპების დაფინასების ინიციატივაა.

კანონპროექტი უმრავლესობის დეპუტატთა ჯგუფის მიერ არის ინიცირებული.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს