ორგანიზაცია „სიდა“ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ კვლევის შედეგებს წარადგენს

სასტუმრო ,,რუმსში“ ხვალ, 10:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდა“ კანონთან კონფლიქტში მყოფ პირთა საჭიროებების და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ ჩატარებული კვლევის შედეგებს წარადგენს.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ორგანიზაციიდან აცნობეს, კონფერენციას სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილე ზვიად მიხანაშვილი გახსნის.

ღონისძების მეორე ნაწილი დაეთმობა დასაქმების ბაზრის კვლევის შედეგების წარდგენას, რომელიც პარალელურად მიმდინარეობდა იმ შესაძლებლობების წარმოსაჩენად, რომელიც არსებობს ბიზნეს სექტორში ბენეფიციართა ჯგუფის შრომითი რეაბილიტაციისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის.

დასაქმების ბაზრის კვლევაში მონაწილეობა მიიღო 115 ბიზნეს ორგანიზაციამ, ხოლო კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების განათლებისა და დასაქმების დაჭიროებების გამოვლენის კვლევაში ჩაერთო 291 ბენეფიციარი. კვლევა განხორციელდა თბილისსა და საქართველოს 9 რეგიონში. კვლევა ჩატარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სიდას“ პროექტის „ტრენინგებისა და დასაქმების ხელშეწყობის ინიცირება მართლმსაჯულების სექტორში” ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით და საქართველოს ფერმერთა ასოციაციასა და სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საერთაშორისო თანამშრომლობის ინსტიტუტთან პარტნიორობით.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს