„ახალი ხმის“ მონაწილე თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა

მუსიკალური პროექტის, „ახალი ხმის“ მონაწილე 24 წლის თორნიკე მეცხვარიშვილი გარდაიცვალა. როგორც Ambebi.ge-ს მეცხვარიშვილის მეგობარმა, მომღერალმა ოთო ნემსაძემ განუცხადა, გარდაცვალების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად მიღებული ინტოქსიკაციაა. 24 წლის მომღერალი გარდაცვლილი დღეს იპოვეს.

თორნიკე მეცხვარიშვილი "ახალ ხმაში" 2012 წელს მონაწილეობდა, თუმცა პროექტს მალევე გამოეთიშა. ე.წ. ბრმა კასტინგის დროს მას ჟიურის არც ერთი წევრი არ შემოუტრიალდა.

თორნიკე მეცხვარიშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 115-ე თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო