კულტურის სამინისტროში თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

კულტურის სამინისტროში რიგით IX თეატრალური პრემია „დურუჯის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. როგორც ”ინტერპრესნიუსს” კულტურის სამინისტროდან აცნობეს,ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე მანანა ბერიკაშვილი და „რედიქს ჯგუფის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი ესწრებოდნენ. „დურუჯი 2017“-ის გამარჯვებულები ჟიურის წევრებმა და ლაშა პაპაშვილმა გამოავლინეს.

საუკეთესო სარეჟისორო ნამუშევრისთვის ჯილდო გადაეცა დავით დოიაშვილს სპექტაკლი - „ბალიშის კაცუნა“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი), საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ნომინაციის გამარჯვებული კახა კინწურაშვილი გახდა (სპექტაკლი - „ბალიშის კაცუნა“, ვასო აბაშიძის სახელობის თბილისის მუსიკისა და დრამის თეატრი), საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაში გაიმარჯვა ნატუკა კახიძემ (სპექტაკლი - „კატარინა ბლუმის შელახული ღირსება“, მარჯანიშვილის თეატრი), ნომინაციაში საუკეთესო სცენოგრაფი გაიმარჯვა თამარ ოხიკიანმა (სპექტაკლი „ორკესტრის ტიტანიკი“, ფოთის, ვალერიან გუნიას სახელობის სახელმწფო დრამატული თეატრი), საუკეთესო თანამედროვე პიესის ავტორი კი თამთა მელაშვილი გახდა („გათვლა“).

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო