გერმანიაში ერთი წლის წინანდელი ტერაქტის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა

ბერლინში, გასულ წელს მომხდარი სისხლიანი თავდასხმიდან ერთი წელი აღნიშნეს. გასული წლის 19 დეკემბრის მსხვერპლთა მემორიალის გახსნის ცერემონიას ბრაითშაიდის მოედანზე, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, ბერლინის მერი და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.

2016 წლის 19 დეკემბერს, ტუნისელმა ანის ამრიმ, საშობაო ბაზრობაზე ტერაქტი მოაწყო. ის გატაცებული სატვირთო ავტომობილით ხალხის მასაში შევარდა. შედეგად დაიღუპა 12, ხოლო დაშავდა 50-მდე მოქალაქე. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფება “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა