ინგლისში ტერაქტის ორგანიზების ბრალდებით 4 პირი დააკავეს. ამის შესახებ ქვეყნის კონტრ-ტერორისტულ სამსახურზე დაყრნობით ბრიტანული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, 3 ეჭვმიტანილი ჩესტერფილდში, 1 კი იორკში დააპატიმრეს. პოლიციამ დაკავებულთა საცხოვრებელ სახლებში იარაღი და ასაფეთქებელი მოწყობილობა ამოიღო.
2017 წლის განმავლობაში ბრიტანეთში 5 ტერორისტული აქტი განხორციელდა, რომლებსაც მსხვერპლი მოჰყვა.