საქართველო-რუსეთის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგის საკითხზე შვეიცარულ კომპანია SGS-თან კონტრაქტი გაფორმდა

ბერნში დღეს, შვეიცარიის საგარეო საქმეთა სამინისტროს შუამავლობით, საქართველოს მხარესა და შვეიცარულ კომპანია SGS (Société Générale de Surveillance SA)-სშორის მოლაპარაკების დასკვნითი რაუნდი გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო უწყებიდან აცნობეს, საქართველოს დელეგაციას ხელმძღვანელობდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და დელეგაციაში შედიოდნენ საგარეო საქმეთა, ფინანსთა, ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები.

“მოლაპარაკების დასასრულ, საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ხელი მოაწერა შესაბამის კონტრაქტს კომპანია SGS-თან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს „საბაჟო ადმინისტრირებისა და საქონლით ვაჭრობის მონიტორინგის ძირითადი პრინციპების მექანიზმის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წლის შეთანხმებით გათვალისწინებული მონიტორინგი.

2011 წლის შეთანხმების პრაქტიკული რეალიზაციისათვის, საჭიროა, რომ ასევე რუსეთის მხარემ ხელი მოაწეროს ანალოგიურ კონტრაქტს შვეიცარულ კომპანიასთან და შესაბამისად, მხარეებმა დაიწყონ კონტრაქტით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება”, - ნათქვამია ოფიციალურ პრესრელიზში.

როგორც ცნობილია, საქართველოს მთავრობასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობას შორის 2011 წელს გაფორმებული შეთანხმება საქართველო-რუსეთის სავაჭრო დერეფნების მონიტორინგს ითვალისწინებს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა